თავში

სააკაშვილი: უგულავა იმსახურებს პატივისცემას, თავაწეული და ღირსებით სავსე იყო

სააკაშვილი: უგულავა იმსახურებს პატივისცემას, თავაწეული და ღირსებით სავსე იყო
სააკაშვილი: უგულავა იმსახურებს პატივისცემას, თავაწეული და ღირსებით სავსე იყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, დედაქალაქის ყოფილი მერის დაკავება ,,ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უკიდურესი სისუსტის გამოხატულებაა.

„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო აღფრთოვანება გიგი უგულავას გამბედაობის მიმართ. მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მინდა ვთქვა, რომ ის მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, იმდენად თავაწეული იყო და იმდენად ღირსებით სავსე... მაინც ვერ წარმომედინა, რომ ასეთი ნორმებით, კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა.. საქართველოში, როგორც ჩანს, ეს შესაძლებელია. ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება. უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა ეს და ერთი ერთზე მახსენებს (ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს) ასლან აბაშიძის ქმედებებს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.

,,მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს (მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა), ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში.ივანიშვილი არის უკვე დამარცხებული. უკვე აღარავის აღარ ეშინია მისი დაჭერების, როგორც გიგი წავიდა, ისე თავაწეული მიდის ხალხი ციხეში და ყველა ხვდება, რომ ეს არის ბოლო დღეები ამ „ყვარყვარე თუთაბერის". სულ მალე კი „მატროსოვი" გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი", - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიგი უგულავა სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system