თავში

სონღულაშვილი: დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა ქვეყნის წარუმატებლობაა

სონღულაშვილი: დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა ქვეყნის წარუმატებლობაა
სონღულაშვილი: დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა ქვეყნის წარუმატებლობაა

ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

,,ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას - დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გიგი უგულავას პატიმრობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

„ევროპარლამენტარები მზად არიან ჩამოვიდნენ ამ მისიის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რეზოლუციის ჩავარდნა ,,ქართული ოცნების" დიპლომატიის სრული კრახია. ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system