თავში

პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, პარლამენტში, ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ბიურო პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ჯაჭვი და ბოქლომი მიიტანა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელი იყო ბლოკირებული. 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯაჭვი და ბოქლომი სურს სიმბოლურად დაუბრუნოს ოპოზიციას იმისთვის, რომ მათ არ დაავიწყდეთ, რომ ვერასდროს პარლამენტის პიკეტირებას ვერ მოახერხებენ. 

რა საკითხებს განიხილავენ დეპუტატები, უცნობია.

ბიუროს მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. თუმცა სხდომა საერთო სიგნალით, პირდაპირ ეთერის საშუალებით ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებული იყო, დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ვერ შეძლეს.

სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები დემონსტრანტებისგან გაწმინდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system