თავში

გოცირიძე: ხელისუფლება ოპოზიციაში ბზარს ვერ შეიტანს

გოცირიძე: ხელისუფლება ოპოზიციაში ბზარს ვერ შეიტანს
გოცირიძე: ხელისუფლება ოპოზიციაში ბზარს ვერ შეიტანს

ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრების ცალ-ცალკე გამართვის საკითხს გამოეხმაურა. 

„ეს არის მოლაპარაკების ჩაშლის მორიგი მცდელობა. ოთხი უსარგებლო რაუნდი იყო და მეხუთე რაუნდიც კი არ უნდათ. როგორც ჩანს, ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს იწყებენ. ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევენ. ეს არის პრინციპი „გათიშე და იბატონე“, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევენ. თუ ვინმე მოლაპარაკებაზე მივა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ სერიოზული პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ დაჯდება", – განაცხადა გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება.

"ვისი სურვილიც იქნება ოპოზიციური ფლანგიდან, არავისთან შეხვედრა არ არის პრობლემა. დიალოგის მაგიდასთან ისინი ასე კოლექტიურად თუ არ დასხდებიან, შეიძლება მათთან ცალ-ცალკე ლაპარაკიც", - განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი, ოპოზიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system