თავში

სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ გარდაცვლილი მოზარდის მეგობარმა თვითდაზიანებები მიიყენა - PHOTO

სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ გარდაცვლილი მოზარდის მეგობარმა თვითდაზიანებები მიიყენა - PHOTO
სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ გარდაცვლილი მოზარდის მეგობარმა თვითდაზიანებები მიიყენა - PHOTO

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია უარყოფს გავრცელებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანის დაკავების გადაწყვეტილება მხოლოდ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მიიღეს. 

"იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა მარიამ ჩოლოიანის დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები, პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. ამიტომ იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები. ვმუშაობთ მართლა 24 -საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირის დაკავებას, რომლის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თვითდაზიანება მიიყენა დაღუპული მოზარდის მეგობარმაც.

„ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა დაზიანებები,“- აღნიშნა მან.

ამ წუთებში ლონდა თოლორაია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მართავს. სოფიო კილაძესთან ერთად შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილიც ესწრება. 

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system