თავში

ანა დოლიძე პოლიტიკოსებს მიმართავს

ანა დოლიძე პოლიტიკოსებს მიმართავს
ანა დოლიძე პოლიტიკოსებს მიმართავს

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე იმ პოლიტიკოსებს მიმართავს, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობენ.

ანა დოლიძე მიმართვაში რამდენიმე საკითხს ასახელებს, რომლის გათვალისწინებაც საარჩევნო კოდექსში, მისი აზრით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საბოლოოდ გამოააშკარავა საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზები, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც სრულად გაიზიარეს. თუმცა იმისათვის, რომ მივიღოთ "ამბიციური საარჩევნო" რეფორმა, რისი სურვილი და ამბიციაც აქვს ამ პროცესში ჩართულ პოლიტიკურ სპექტრს, აუცილებლად მიმაჩნია შესატან ცვლილებებში სრულად იყოს გაზიარებული ხალხის დაკვეთა და ის პრობლემები, რასაც ამჟამინდელი რეალობა გვიჩვენებს.

დღევანდელ სიტუაციაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთგვარი ლაკმუსის ფუნქცია ენიჭება - რა მიმართულებით განვითარდება ქვეყნის პოლიტიკური მომავალი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად გამოხატა ქართველი ამომრჩევლის უმეტესობის სურვილი - ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლის შესახებ, რაც IRI-ის კვლევამაც დაადასტურა - მოსახლეობის დაახლოებით 60 % უნდობლობას უცხადებს არსებულ პოლიტიკურ სპექტრს. 

შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში უნდა აისახოს ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობს ახალი, პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას. ამისთვის მიზანშეწონილად მიმაჩნია:

1. რეალობამ დაგვანახა, რომ არჩევნები ძირითადად ყალბდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როდესაც მმართველი გუნდი ბოროტად იყენებს ადმინისტრაციულ რესურს და დაშინება/შანტაჟის გზით ცდილობს კონკურენტი კანდიდატებისთვის ამომრჩევლის ჩამოშორებას. 

ამიტომ ამ მიმართულებით უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა. ამასთან აიკრძალოს საარჩევნო სუბიექტის მიმართ თვალთვალი/ადევნება, ყველა ასეთ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება და დაიწყოს გამოძიება.

2. აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე ტელეფონის შეტანა, რაც ასევე ამომრჩევლის დაშანტაჟების ბერკეტია.

3. საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და ადგილობრივ არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიებს მიეცეთ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, ისე, როგორც ეს იყო საარჩევნო კოდექსში 2020 წელს ცვლილებების მიღებამდე.

მოვუწოდებ პოლიტიკურ სპექტრს, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში გაითვალისწინონ ჩემ მიერ დასახელებული რეკომენდაციები, რაც იქნება დღევანდელი საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის გადადგმული რეალური ნაბიჯები და პოლარიზებული პოლიტიკური ვითარების დასრულების წინაპირობა,"- აღნიშნავს ანა დოლიძე მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system