თავში

აჭარას სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ჰყავს

აჭარას სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ჰყავს
აჭარას სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ჰყავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭაროს სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე წარადგინა.

გიორგი სურმანიძემ თანამდებობაზე ტიტე აროშიძე შეცვალა, რომელიც ბათუმში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

პროფესიით იურისტ გიორგი სურმანიძეს აქვს თორმეტწლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში.

ბოლო ოთხი წელია, ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში, სადაც მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობასა და საკვებ ინდუსტრიასთან.

„ბოლო 12 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობაში, ის ამერიკიდან დაგვიბრუნდა. დარწმუნებული ვარ, თავს წარმატებით გაართმევს მინისტრის მოვალეობას," -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და ახალ მინისტრს პირველი დავალებაც მისცა.

"პირველი დავალება უკავშირდება მომავალ ნარინჯისფერ რთველს, რომ წარმატებით შეძლონ ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის დაბინავება“ - განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ნარინჯისფერი რთველი საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან იწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system