თავში

აჭარაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ

აჭარაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ
აჭარაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ

"ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა",- ამ სიტყვებით აჭარაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაელოდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, ისე გამოაცხადა შემაჯამებელი შედეგები და ამით ნაცვლად განმუხტვისა, კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი..

"ჩვენ გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილი და მცდელობა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში, რადგან ასე ხდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ვაფასებთ თქვენს კეთილგონიერ და მეგობრულ განზრახვას, პათოსში გეთანხმებით, თუმცა დავსძენთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაელოდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, ისე გამოაცხადა შემაჯამებელი შედეგები და ამით ნაცვლად განმუხტვისა, კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი.

ასევე, საგულისხმოა, რომ ამ პროცესში სასამართლო წარმოდგენილია მხარედ, რაც ხელისუფლების დანაწილებისა და მის შტოთა დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება! საპროტესტო აქციების მსვლელობისას პოლიცია უხეშად არღვევს "გამოხატვის თავისუფლების" პრინციპს, აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს და სასამართლო კონვეირული წესით აფორმებს მსგავს უკანონობებს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გვსურს გითხრათ, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ ღირებულებების, რომლისკენაც მოისწრაფვოდა საქართველო ისტორიულად. განა თავისუფლებისათვის მუდმივი ბრძოლა არ არის დასავლური ცივილიზაციის საფუძველი? ამიტომ, თავს მოვალედ მივიჩნევთ, მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც იჩენთ მუდმივად და გთხოვთ,რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას დაუბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეს ახალი არჩევნების დანიშნვით და ჩატარების შეცვლილი ფორმატით. ხალხის უმრავლესობის პოზიცია პრინციპული და უცვლელია! ჩვენ, აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს თითოეული წევრი, ვიცავთ და გამოვხატავთ მათ კანონიერ მოთხოვნას და მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული მმართველობის მისაღწევად",– აღნიშნულია მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system