თავში

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც უწყვეტი საპროტესო აქციები მიმდინარეობს, ორი პირი დააკავეს. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტს საყვირებით აგრძელებენ. მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიან აქციას მართავენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

მათი თქმით, რეგიონში მძიმე სოციალური ფონია და მთავრობის თავმჯდომარე დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს.

დემონსტრანტებისვე თქმით, ისინი ასევე აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად. 

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან დემონსტრანტებმა დღესაც, გუშინდელის მსგავსად, მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით: "თორნიკე, გამოდი ხალხთან", "თორნიკე მონა". აქცია მთავრობის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად იმართებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system