თავში

ადამ კინზინგერი: ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს, მიღწეული შეთანხმების გამო

ადამ კინზინგერი: ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს, მი
ადამ კინზინგერი: ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს, მიღწეული შეთანხმების გამო

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა. 

„ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღწეული შეთანხმების გამო! დემოკრატია რთული სამუშაოა, მაგრამ ის ამად ღირს. პატივისცემა სპიკერ თალაკვაძეს და სხვა მონაწილე პირებს, მოგვიანებით ვრცელ წერილსაც გამოვაქვეყნებ“, - წერს კინზინგერი. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის თაოსნობით, ამერიკელმა კონგრესმენებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერს მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო, შეშფოთება გამოთქვეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system