თავში

ადამ კინზინგერი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად - PHOTO

ადამ კინზინგერი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად - PHOTO
ადამ კინზინგერი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად  - PHOTO

ჩვენი პოზიციები არ უნდა გავიგოთ როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კონზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ დემოკრატიის შესანარჩუნებლად, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

როგორც report.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ საქართველოს სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს. 

„მთავრობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია გვაკავშირებს, ვიდრე რომელიმე სხვა მხარესთან. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკითხებს, ვმსჯელობთ მათზე, თუმცა, ჩვენი პოზიციები, რომლებიც არსებულ საკითხებს ეხება, არ უნდა გავიაზროთ ისე, როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი. ჩვენ საქართველოს ჩვენი სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოვიაზრებთ და იმედი მაქვს, საქართველოსაც იგივე ექნება სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ამრიგად, აღნიშნული გზავნილები ჩვენი დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე სახის გზავნილები“,- განაცხადა კონგრესმენმა. 

კინზინგერის თმით,  კრიზისიდან გამოსასვლელად, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, დიალოგის გაგრძელება გარდაუვალია. 

„იმდენად, რამდენადაც აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულია, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბრები ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და დიდ იმედს გამოვთქვამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედი მაქვს, შეთანხმებასაც ერთობლივად მივაღწევთ. ერთი ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო“,-განაცხადა ადამ კინზინგერმა.

შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აშშ-ს მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system