თავში

ადამიანები პოლიციიდან მიდიან პოლონეთში სამუშაოდ, ეს ტრაგედიაა - ხატია დეკანოიძე

ადამიანები პოლიციიდან მიდიან პოლონეთში სამუშაოდ, ეს ტრაგედიაა
ადამიანები პოლიციიდან მიდიან პოლონეთში სამუშაოდ, ეს ტრაგედიაა - ხატია დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ადგილობრივ განწყობებზე საუბრისას ამბობს, რომ ქუთაისიდან ახალგაზრდების მასობრივი გადინება შეინიშნება. მათ შორის საპატრულო პოლიციიდან, დაცვის პოლიციიდანაც კი, მისი თქმით, ადამიანები ქალაქს ტოვებენ და თბილისში ან საზღვარგარეთ იწყებენ სამუშაოს ძებნას. 

დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა ამორტიზებულია, მისი განიავება არ ხდება და ცოტა ხანში ის სავალალო მდგომარეობაში იქნება. 

"ქუთაისლები საშინლად დაამცირა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც პარლამენტი წაართვა., მე ვიცი, რომ დაკავებულები ხართ ჟურნალისტები, მაგრამ ერთხელ მინდა რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მათ შორის სამთავრობოც მოვიწვიოთ პოლიტიკოსებმა და წავიყვანოთ პარლამენტის შენობასთან. აშამბნარებული, ქვეწარმავლებით სავსე, შიგნით უკვე, შენობაში, ულამაზეს, ერთ-ერთ გამორჩეულ შენობაში სოკო ამოსული, სამთავრობო სახლი, რომელიც უკვე ამორტიზებულია, იმიტომ რომ არ ნიავდება, არავინ არ აღებს, აი ამ მდგომარეობაშია ქუთაისლებისგან, იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები დაამცირა.

შესაბამისად, შემცირდა სამუშაო ადგილები. ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, საერთოდ წავიდნენ ქალაქიდან, ზოგი თბილისში, ზოგი საზღვარგარეთ, მარტივ მაგალითს გეტყვით, ქუთაისის პოლიციიდან მაგალითად, დაცვის პოლიციიდან, საპატრულო პოლიციიდან, უამრავი ადამიანი მიდის პოლონეთში სამუშაოდ, ეს რამხელა ტრაგედიაა ადამიანებისთვის ხომ გესმით? ახალგაზრდებისთვის, ადამიანებს რომ ვუყურებ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, მათ შორის "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ძალიან კარგი ახალგაზრდა გუნდი ჰყავს და დეპუტატია ჩვენი შეთანხმებული, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ახლა არის უმნიშვნელოვანესი მომენტი და პერსპექტივას ელოდებიან, ეს პერსპექტივა უნდა ვაჩვენოთ, მე მგონია, რომ ეს არის ჩემი ამოცანა, რომ ადამიანები გამოვიდნენ და მისცენ ხმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system