თავში

ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები ციხის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას გეგმავენ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები ციხის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას გეგმავენ
ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები ციხის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას გეგმავენ

პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით პეტიცია შევიდა. საკითხის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დაევალა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტის წარმომადგენლები დღეს პენიტენციური დაწესებულების ექიმებს შეხვდებიან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოპოზიციასთანაც. მმართველი გუნდი ახლა ოპონენტებისგან პასუხს ელოდება თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში.

პარლამენტის ბიურომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ წარდგენილი 1383 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია გადასცა. პეტიციის ხელმომწერები სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system