თავში

კახა კუჭავა: სასიამოვნოა, როდესაც ამერიკული მხარისგან მადლობას ისმენ

კახა კუჭავა: სასიამოვნოა, როდესაც ამერიკული მხარისგან მადლობას ისმენ
კახა კუჭავა: სასიამოვნოა, როდესაც ამერიკული მხარისგან მადლობას ისმენ

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამერიკული მხარისგან მადლობას ისმენ იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ამერიკელ კონგრესმენ სტივ ჩაბოტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მათგან მადლობას ისმენ იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. როგორც თვითონ ამბობდნენ გვერდიგვერდ იბრძვიან ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, არის ეს ავღანეთი თუ სხვა მისიები. რა თქმა უნდა, საკითხები, რომელიც მათ აინტერესებდათ იყო ერთ-ერთი განხილვის თემა შეხვედრებზე, არა მხოლოდ ის საკითხები, რომელიც წერილში იქნა მითითებული, არამედ სხვა საკითხებიც და ისინი მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები 20-მდე კონგრესმენთან და სენატორთან გამართა. მათ შორის, შეხვედრები გაიმართა ადამ კინზინგერთან, ბილ კიტინგთან, სტივ ჩაბოტთან და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მაღალი შეფასება მიეცა პარტნიორობის ყველა მიმართულებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამერიკელი კანონმდებლის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქართველი სამხედრობის ჩართულობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system