თავში

ადვოკატი: ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ირაკლი შოთაძე

ადვოკატი: ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ირაკლი შოთაძე
ადვოკატი: ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ირაკლი შოთაძე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში FBI-ის თანამშრომლების ჩართვა დროში არ უნდა გაიწელოს და ამ საკითხში გადამწყვეტი როლი გენერალურ პროკურატურას ეკისრება. 

მისივე თქმით, დალუქული მანქანა FBI-ის ექსპერტების ჩამოსვლამდე არ უნდა გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ოჯახის მხრიდან პროტესტი მოჰყვება. 

„ამ საქმეში უნდა ჩაერთოს მთავარი პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, გადამწყვეტი იქნება ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. ზუსტი დრო, ზუსტი ვადები უნდა განსაზღვროს, რადგან აშშ-ის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების საქმეში ჩართვას აქვს თავისი პროცედურები. ლოდინის რეჟიმი არ იქნება. დალუქულია ავტომობილი და ახლა გავარკვევთ ექსპერტები FBI-დან როდის შეძლებენ ჩამოსვლას, რა პერიოდი დასჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი ოჯახის მხრიდან, თუ მოხდება ავტომობილის FBI-ის ექსპერტების გარეშე გახსნა, რადგან არის ინფორმაცია, რომ იქაც რაღაც არასულყოფილად არის ყველაფერი," - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, ოჯახმა 4 აგვისტოს, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვა. რის შემდეგაც მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა და განუმარტა, რომ FBI-ს ჩართვის მოთხოვნა სახელწმიფოს პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system