თავში

გიორგი კანდელაკი: ,,ქართული ოცნება" არაერთხელ გავაფრთხილეთ

გიორგი კანდელაკი: ,,ქართული ოცნება" არაერთხელ გავაფრთხილეთ
გიორგი კანდელაკი: ,,ქართული ოცნება არაერთხელ გავაფრთხილეთ

,,ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი კონგრესმენების მიერ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ მისმა პარტიამ არაერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ქვეყანაში რუსეთის გავლენის ზრდა, აშშ-სთან ურთიერთობას გააუარესებდა. მისი შეფასებით, აღნიშნული წერილი საქართველოსთვის მძიმე გარემოებაა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევს.

,,დარწმუნებული ვარ, ,,ქართული ოცნების" წევრები, დღესაც გაგვაკვირვებენ ათასგვარი სისულელის, ლეგენდების და ზღაპრების შეთხზვით, როგორ გაამართლონ ეს მძიმე წერილი და საქართველოსთვის დამდგარი მძიმე სურათი. ,,ევროპული საქართველო" მათ მთელი ეს პერიოდი აფრთხილებდა, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდისთვის ხელშეწყობა, რომ დემოკრატიაზე შეტევა, რომ მთლიანად ვითარების გაუარესება, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, რაზეც არის კიდეც საუბარი ამ წერილში, ეს ყველაფერი გამოიწვევდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაუარესებას,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, წერილში, რომელიც 6-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გაუგზავნა, საუბარია საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობაზე. ამასთან აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.

დოკუმენტს ხელს აწერს 6 პოლიტიკოსი: ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system