თავში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანძრის კერებმა სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოსახლეობის პირადი საკუთრება.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავის ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ. საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულად ახორციელებს ფინანსურ დახმარებას უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რეგულარულად მუშაობს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით, ასევე მათი სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძრები მძვინვარებდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ხანძრის ყველა კერა კვირას მოსულმა წვიმამ ჩააქრო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system