თავში

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განმეორებითი ე.წ არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განმეორებითი ე.წ არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განმეორებითი ე.წ არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ე.წ განმეორებითი არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს, გაასაჩივრებს.

ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საკასაციო კოლეგიის უსამართლო განსაზღვრებაა.

„განმეორებითი არჩევნების ჩატარება საერთო პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის გზას გვაშორებს. ვაცხადებთ, რომ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მას დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთში განმეორებითი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების 22 მარტს გამართვის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან დღეს ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ გააკეთა. გოგიამ აღნიშნა, რომ ხელახალი არევნების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება 10 დეკემბერს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის დათხოვნის მიზნით, საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლას რ აპირებს.

"დეპუტატებმა" ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდელი ჩამორთმევის შესახებ პროექტი მოამზადეს. დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს "დეპუტატებმა" კენჭი გუშინ უყარეს. დადგენილებას მხარი 19 -მა "დეპუტატმა" დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. ერთმა "დეპუტატმა" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია, თუმცა არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. შედეგი კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს მიმართა და არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანა ალხას კვიცინიამ საკასაციო საჩივარი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში, რომელმაც განმეორებით არჩევნების დანიშნვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system