თავში

"აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა" - ღარიბაშვილი

"აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა" - ღარიბაშვილი
აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა - ღარიბაშვილი

ჩვენს მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ, ველაპარაკოთ სიკეთეებზე, პროექტებზე, ახალ საქმეზე - აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა, არ არის საინტერესო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს ჰქონდეს შესაბამისი მკურნალობა, ისეთი, როგორიც აქვს სხვა ნებისმიერ პატიმარს.

"ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა პატიმრის უფლება და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ჩემი დავალებით შეიქმნა ეს ჯგუფიც, იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხ გაუცემელი, რომ ყველა პატიმარზეც, მათ შორის სააკშვილზეც, როგორც პატიმარზე, იზრუნონ. შიმშილობის ფაქტები ხშირი არ არის, მაგრამ ყოფილა ციხეებში და როგორც ზრუნავენ სხვა პატიმრებზე, ისე ზრუნავენ სააკაშვილზე. არავითარი პრივილეგია არ ექნება არც ერთ პატიმარს", - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-20 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system