თავში

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს
,,აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელწმიფოების წარმომადგენლები.

,,მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ამ კონტექსტში, მან კონკრეტულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის საკითხზე. ამავდროულად, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების მიმართულებით, ვახტან მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა დაკავშირებულობის, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების ფონზე, ვახტანგ მახარობლიშვილის მხრიდან ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით ევროკავშირის მეტი და უფრო ქმედითი ჩართულობის საჭიროებაზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისეთ პრიორიტეტებს როგორიცაა კანონის უზენაესობა, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, მეცნიერებისა და კვლევების სფეროების დაახლოება და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგისოფიციალურ პირთა შეხვედრა ყოველწლიურადიმართება და იმ დროისთვის პარტნიორობის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვას ეძღვნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system