თავში

აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო - ლიეტუვის ელჩი

აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო - ლიეტუვის ელჩი
აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო - ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, შეშფოთებულია, რომ მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული.

ელჩმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მუშაობენ, რათა ევროატლანტიკურ მისწრაფებებში საქართველო წარმატებული იყოს. 

„ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ლიეტუვა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ, რომელიც ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system