თავში

აკაკი ზოიძე: განხიბლული და გულდაწყვეტილი ვარ, პაუზა მჭირდება

აკაკი ზოიძე: განხიბლული და გულდაწყვეტილი ვარ, პაუზა მჭირდება
აკაკი ზოიძე: განხიბლული და გულდაწყვეტილი ვარ, პაუზა მჭირდება

განხიბლული და გულდაწყვეტილი ვარ... გარკვეული პაუზა მჭირდება - პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზოიძის თქმით, მან უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა იმ კოლეგებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირეს. თავად კი, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად პაუზა სჭირდება. 

ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი, იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც ასევე ვთვლი, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც გავეცით. მეორე, მე მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად, ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ამ არგუმენტებისა და ამ სიტუაციის გააზრება. გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, ადამიანურად გამიგებთ“, - აკაკი ზოიძემ. 

მან არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა უმრავლესობის დატოვებას, თუმცა, აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ქვეყნისა და "ქართული ოცნების" ღირებულებების საზიანოდ.

„არც ერთ შემთხვევაში მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ასევე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები არიან. ამიტომ, ნებისმიერი შემთხვევაში, ჩემი გადაწყვეტილება ა არ იქნება საზიანო ამ მიმართულებით და არ იქნება საზიანო ქვეყნისთვის. პაუზა - ეს არის, რომ მე უნდა დავფიქრდე. ვიტყვი საბოლოოდ, რომ ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემს თავში გამოვიტანე, ეს არის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა“, - განაცხადა ზოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system