თავში

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს
აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ პარლამენტის შემადგენლობას ტოვებს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა მის კოლეგებთან უმრავლესობაში. 

ზოიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან ვერ შეძლო პლებისციტის საჭიროებაში კოლეგების დარწმუნება, ის თავის თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს. მისი თქმით, ნებისმიერ სასიკეთო საქმეში ქართული ოცნების გვერდით იქნება. 

„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“- განაცხადა ზოიძემ. 

ზოიძე განცხადებას ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებთან აკეთებს. დეპუტატის თქმით, ის ტოვებს პარლამენტს და მიდის პოლიტიკიდან.

14 ნოემბერს, კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერნდუმი ან პლებისციტი არ ჩატარდებოდა, ის პარტიიდან და პოლიტიკიდან წავიდოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system