თავში

"აქამდე ეს არ ვიცოდი" - ხაზარაძე ბოდიშს იხდის

"აქამდე ეს არ ვიცოდი" - ხაზარაძე ბოდიშს იხდის
აქამდე ეს არ ვიცოდი - ხაზარაძე ბოდიშს იხდის

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველო სიღარიბის ზღვარზეა, თუმცა მაშინ, როცა ის ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული, სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა ქვეყანაში არსებული სიღარიბის შესახებ. 

"ქვეყანა არის სიღარიბის და სიღატაკის ზღვარზე. ეს მე ვნახე ახლა, რომ შემოვიარე ეს ქვეყანა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არ ვიცოდი. იმდენად ვიყავი დაკავებული იმ ათი ათასიანი კოლექტივის მუშაობით, რომელიც მე შევქმენი, იმ ინვესტიციებით, რომელიც ქვეყანაში შემომქონდა. მე ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ რომ გამოვედი გარეთ და დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა, გაოგნებული ვიყავი ისეთი ჯურღმულები ვნახე, სადაც ადამიანებს აცხოვრებენ. ეს არის კატასტროფა. მე სულ თვითმფრინავში ვიჯექი, დავფრინავდი მთელ მსოფლიოში და ვმუშაობდი, მეც იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ვიყავი, რაც ტელევზიით ისმოდა. ქვეყანა არის "ოცნების" პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცული" - განაცხადა ხაზარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system