თავში

სენატორი რიში უგულავას დაკავებაზე: იმედგაცრუებული ვარ

სენატორი რიში უგულავას დაკავებაზე: იმედგაცრუებული ვარ
სენატორი რიში უგულავას დაკავებაზე: იმედგაცრუებული ვარ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია", - წერს სენატორი.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიგი უგულავა სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ვაშინგტონიდან კრიტიკული წერილით მიმართა. 

5 თებერვალს კი სენატორი აშშ-ში ვიზიტად მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა, რის შემდეგაც ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატ ლიდერ ჯინ შაჰინთან ერთად განცხადება გაავრცელა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system