თავში

ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენას პოზიტიური ეფექტი არ ექნება - ნაცვლიშვილი

ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენას პოზიტიური ეფექტი არ ექნება
ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენას პოზიტიური ეფექტი არ ექნება - ნაცვლიშვილი

ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, "გირჩის" ინიციატივას. 

ნაცვლიშვილის თქმით, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" შექმნა და აქცენტის "ოცნებიდან" ოპოზიციაზე გადატანას პოზიტიური ეფექტი არ ექნება.  

"ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ.  "გირჩმა" გააჟღერა სურვილი, რომ შეხვედრები ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს შეხვედრის და საუბრის სურვილი, ჩვენ კარს არავის არ მივუხურავთ და მიუხედავად იმისა, რომელიმე იდეას წინასწარ ვიწონებთ თუ არა, საუბრის პრობლემა არ არის. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვა მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და შეიქმნა გასულ წელს, საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა, ამიტომ, თუ აქვთ საუბრის სურვილი ოპოზიციური ფორმატი ღიაა. არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები, მითუმეტეს, გაცხადებულია რა არის მათი წინადადება. ვფიქრობ, თუ ამ წინადადების ირგვლივ მოხდება განხილვა არსებულ ფორმატებში უნდა მოხდეს. ამ ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ. პოლიტიკური კრიზისი შექმნა "ოცნებამ", მან უნდა მოიტანოს მეხუთე რაუნდზე წინადადება. ამ სიტუაციაში აქცენტის "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაზე გადმოტანა არ მიმაჩნია, რომ რაიმე პოზიტიურ ეფექტი ექნება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინონ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system