თავში

ახალგაზრდები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ახალგაზრდები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
ახალგაზრდები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

„სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს“ – ეს განცხადება ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააკეთეს. მათ აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს.

აქციის მონაწილეები ასეთი ფორმით სალომე ზურაბიშვილის მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ბოლო დღეებში საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის კარს სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები წარწერით „#შეცვალე“ მიაკრეს.

„პრეზიდენტი დასაბმელია“ - განაცხადეს ახალგაზრდებმა. მათ აქციები სამომავლოდაც დააანონსეს.

სალომე ზურაბისვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system