თავში

ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ აქ ღირს ცხოვრება - ზურაბ ჯაფარიძე

ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ აქ ღირს ცხოვრება - ზურაბ ჯაფარიძე
ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ აქ ღირს ცხოვრება - ზურაბ ჯაფარიძე

"არანაირი კრიზისი განმუხტული არ არის - კრიზისი იმაზე არ იყო დამოკიდებული პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ვინმე შემოვიდოდა თუ არა - ეს საერთოდ არაფერს ცვლის", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს, პირველ რიგში კი, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა იმისა, რომ შეიძლება ღირდეს დარჩენა და ცხოვრება.

"ყველა გაქცევაზეა! ეს არის მთავარი კრიზისი. მანამ, სანამ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც გამოვიდეს, მანამ სანამ ისინი არ გადაწყვეტენ, რომ აქ ღირს ცხოვრება, შვილების გაჩენა, მანამ ეს კრიზის დაძლეული არ იქნება. მიუხედავად იმისა აქ ორი პარლამენტარი შემოვა ოპოზიციიდან თუ ოცდაორი. ეს არაფერს შეცვლის. 

ამ პარლამენტს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ეს არის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელება, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში, მათ შორის საარჩევნო პროცედურების და ა.შ. ეს არის ცვლილებების განხორციელება მართლმსაჯულების სისტემაში, ძალაუფლების დანაწილება. საბოლოო ჯამში, ამ პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია არის ის, რომ ეს ქვეყანა მოამზადოს შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს არჩევნები გვინდა არ გვინდა იქცა რეფერენდუმად. საბოლოო ჯამში, როგორც კი ამას გააკეთებს, ამ პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება. იმ რეფერენდუმზე უნდა გაირკვეს ვის ექნება ახალი ლეგიტიმაცია და ვის ექნება შესაძლებლობა მათ შორის, ახალი ლეგიტიმაციით, მართლა რაღაცა რეფორმები გაატაროს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system