თავში

ახალი არჩევნების გარეშე ქართველი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან - ნათელაშვილი

ახალი არჩევნების გარეშე ქართველი ხალხის რისხვას
ახალი არჩევნების გარეშე ქართველი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან - ნათელაშვილი

ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ "ლეობორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, რაც უფრო მალე აღიქვამს ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ქართველი ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან, მით უკეთესი იქნება მათთვის და ქვეყნისთვის. 

"ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებამ ამ წარმონაქმნს, რომის სენატიც რომ დაარქვას საერთოდ არაფერი არ შეიცვლება. ის არ იქნება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. შესაბამისად, რაც უფრო ადრე აღიქვამს ამას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქული ნეირონები და მისი გარემოცვა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ვერ გადაურჩებიან ქართველი ხალხის რისხვას და მათ მოუწევთ პოლიტიკური კოცონი, მით უკეთესი იქნება მათთვის და ქვეყნისთვის", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შუამავლებთან ერთად, მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system