თავში

ახალი პარტია თავსატეხი იქნება "ქართული ოცნებისთვის" -იოსელიანი

ახალი პარტია თავსატეხი იქნება "ქართული ოცნებისთვის" -იოსელიანი
ახალი პარტია თავსატეხი იქნება ქართული ოცნებისთვის -იოსელიანი

ახალი პარტია, რომელიც შეიქმნება, მთავარი თავსატეხი და პრობლემა იქნება "ქართული ოცნებისთვის",- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებსა და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე საუბრისას განაცხადა. 

"ახალი პარტია, რომელიც შეიქმნება, მთავარი თავსატეხი და პრობლემა იქნება "ქართული ოცნებისთვის". მათი მხარდამჭერები არიან "ქართულ ოცნებასთან“ ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანები, ან ყოფილი მხარდამჭერები. ელექტორალური თვალსაზრისით "ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე ბოლოს იქნება პრობლემა", - განაცხადა იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" დღეს ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system