თავში

სესიაშვილი: ოპონენტები ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას ცდილობენ

სესიაშვილი: ოპონენტები ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას ცდილობენ
სესიაშვილი: ოპონენტები ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას ცდილობენ

,,ოპონენტები დღეს ცდილობენ, ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებას, სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.

„როცა სასამართლო პროცესები არ იმართება, კრიტიკა არის, რატომ არ იმართება დროულად, როცა იმართება, კრიტიკაა, რატომ იმართება დროულად. სამწუხაროდ, მე თითოეულ საქმეს ვერ გავყვები დეტალურად. ერთია, რომ პირდაპირი კომპეტენცია და ვალდებულება არ მაქვს ამისი, მეორე მხრივ, ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასება იქნება, რასაც არ ერიდებიან ოპონენტები. ოპონენტები დღეს ცდილობენ, ყველა სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტაციას. ეს არის მათი პირდაპირი მიზანი, რათა როგორმე დააზიანონ ხელისუფლება, თუმცა, სამწუხაროდ, აზიანებენ სახელმწიფოს და ჩვენს თანამოქალაქეებს",- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის დაჩქარებული წესით ჩანიშნულ სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

მათი განცხადებით, ,,ლელოს" ლიდერების პროცესები მიდის ფორსირებულად, რაც კიდევ ერთხელ დამატებითი დასტურია, რომ პოლიტიკური მოტივაცია დგას ამ საქმის უკან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system