თავში

ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე - სააკაშვილი

ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე - სააკაშვილი
ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე - სააკაშვილი

ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი, ევროპული დემოკრატია. ამ სიტუაციაში ყოველთვის იმართება რიგგარეშე არჩევნები. იმედი მაქვს, ქართველი ხალხის და ამ გადაწყვეტილების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის. ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია გადადგა, რადგან არ სურდა მორიგ სისხლისზღვრაზე პასუხისმგებლობის აღება. სააკაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა, მაგრამ პროცესები ბოლომდე უნდა მივიდეს და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„დღეს, საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა საკუთარ თავზე აეღო ივანიშვილის ძალების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის ნიკა მელიას, ოპოზიციური ერთობის და ქართველის ხალხის მართლაც დიდი გამარჯვება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, რადგან ქართველი ხალხისა და ოპოზიციური ერთობის მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის მათი ნების დაბრუნება, რომელიც მას მოპარეს გასული წლის ოქტომბერში, მოპარა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა, სიფხიზლე, რადგან თავგაცხელებული ადამიანები იქ საკმარისზე მეტია, ვინც შეიძლება მაინც ჩაიდინოს რაღაც უმსგავსობები და მეორე მხრივ, დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი შესაფესბით, შეერთებული შტატების საელჩოს შეფასება იყო სწორი. მისივე განცხადებით, საქართველო არასოდეს შეეგუება, რომ მას აღიქვამდნენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას. 

მინდა, ასევე მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს. დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის. აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადებაც იყო სწორი, მაგრამ ახლა ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც შეიქმნებოდა ასეთი სიტუაცია, როდესაც პრემიერი გადადგა და არის მმართველ, ამ შემთხვევაში ხელისუფლების უზურპატორ კოალიციაში, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. საქართველო რით არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები, თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა, თუ თქვენ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ არაფორმალურად, მაშინ არჩევნები არ არის საჭირო. ამიტომ, ახლა თქვენც უნდა აირჩიოთ, რადგან ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ გვიყურებდნენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი, ევროპული დემოკრატია, სადაც ამ სიტუაციაში ყოველთვის იმართება რიგგარეშე არჩევნები. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ქართველი ხალხის ამ გადაწყვეტილების მიმართ. ახლა აღარ არის გაჩერების დრო, საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system