თავში

,,ახლა არ უნდა გაჩუმდეს საპატრიარქო" - ნინო ბურჯანაძის მიმართვა

,,ახლა არ უნდა გაჩუმდეს საპატრიარქო" - ნინო ბურჯანაძის მიმართვა
,,ახლა არ უნდა გაჩუმდეს საპატრიარქო - ნინო ბურჯანაძის მიმართვა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს და აცხადებს, რომ ახლა გაჩუმების დრო არ არის. 

მისივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საპატრიარქომ განცხადება უნდა გააკეთოს.

,,მინდა მივმართო საპატრიარქოს, ახლა არ უნდა გაჩუმდეს, ახლა არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ შეიძლება დიდი მსხვერპლით დამთავრდეს ეს სპეცოპერაცია, თუ ხელისუფლება წავა ასეთ უგუნურებაზე, თუ გადაწყვეტს შტურმით აიღოს ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ,,TV პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system