თავში

"ახლა შეიძლება დამაკავონ" - მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეოს ავრცელებს

"ახლა შეიძლება დამაკავონ" - მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეოს ავრცელებს
ახლა შეიძლება დამაკავონ - მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეოს ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე ხმოვანი შეტყობინება და ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის შესაძლოა დააკავონ.

"მე შეიძლება დაკავონ ახლა, თბილისში. მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ხვალ ვიკრიბებით ყველა. ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს და ვიგებთ ყველანი არჩევნებს" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ხმოვანი შეტყობინებასა და ვიდეში, რომელიც, სავარაუდოდ, მის დაკავებდამდე რამდენიმე წუთით ადრეა ჩაწერილი. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

"მთავარი არხის" დამფუძნებლისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. მის მოსანახულებლად ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველი იმყოფება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system