თავში

ახლა ვიხუმრებ - ლადო კახაძე საგამოძიებო კომისიაზე

ახლა ვიხუმრებ - ლადო კახაძე საგამოძიებო კომისიაზე
ახლა ვიხუმრებ - ლადო კახაძე საგამოძიებო კომისიაზე

წინადადებით შემოვდივარ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემსწავლელ კომისიას, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების კომისია დავარქვათ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ამ ყველაფერს ხუმრობით ამბობს. 

"ახლა ვიხუმრებ, ჟურნალისტებმა შეიძლება ეს ხუმრობა სერიოზულად აღიქვან, მაგრამ ვიხუმრებ. ბატონო პარლამენტის წევრებო, წინადადებით შემოვდივარ, საგამოძიებო კომისია კი არ გაუქმდეს, კომისიას ვადა გაუგრძელდეს წლის ბოლომდე, უბრალოდ, სახელი შევუცვალოთ, თუ ამას ჰქვია 2020 წლის 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემსწავლელი კომისია, ამ კომისიას დავარქვათ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების კომისია", - განაცხადა კახაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system