თავში

"აქციაზე ყველა თავისი ნებით იყო მოსული" - მდინარაძე

"აქციაზე ყველა თავისი ნებით იყო მოსული" - მდინარაძე
აქციაზე ყველა თავისი ნებით იყო მოსული - მდინარაძე

"რაც არ უნდა ცრუ ნარატივებით იბრძოლოს რომელიმე პარტიამ თუ მედიასაშუალებამ, დღეს ყველა ადამიანი იყო გულწრფელი და აქ ყველა თავისი ნებით იყო მოსული", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ორგანიზებულ აქციაზე მხარდამჭერების ნაწილი საკუთარი, ნაწილი კი პარტიის მიერ ორგანიზებული სახსრებით მივიდა. 

"ზოგი თავისივე ხარჯით, ზოგი პარტიის მიერ დაორგანიზებული სახსრებით იყო მოსული, მაგრამ ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ მიაყენებს აქ მყოფი ადამიანებიდან ნურავის შეურაცხყოფას, რომ ისინი საკუთარი ნებით არ იყვნენ აქ. დღეს აქ იყო ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის მთავარი ღირებულება. ეს არის სიმართლე და არ შეიძლება სიცრუემ გაიმარჯვოს. რამდენიმე ადამიანი თუ მოძებნეთ, რომელიც დააბნიეთ, დააბულინგეთ და ა.შ. არ ვიცი, მაგრამ ამდენ ადამიანს ნუ მიაყენებთ ნურავინ შეურაცხყოფას, ამას ნუ კადრებთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system