თავში

აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობისკენ მიემართებიან - PHOTO

აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობისკენ მიემართებიან - PHOTO

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში ცესკო-ს შენობისკენ მიემართებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნების ჩანიშვნამდე შენობიდან ვერავინ გამოვა.

"ჩვენ ახლა, ყველამ ერთად, ვინც კი ვართ, ძალიან ბევრნი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და წავიდეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკო-ს შენობას. ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. იქ ვიდგებით ყველანი. როგორც არასოდეს, უკანასკნელი წლების განმავლობაში, არ ყოფილა ისეთი მასშტაბური მსვლელობა ახლა რომ დაიწყება. შორია, ახლოს არ არის, მაგრამ ახლოს არის გამარჯვება," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system