თავში

აქციის მონაწილეებმა ცესკო-სთან ჯებირი გაარღვიეს - PHOTO

აქციის მონაწილეებმა ცესკო-სთან ჯებირი გაარღვიეს
აქციის მონაწილეებმა ცესკო-სთან ჯებირი გაარღვიეს - PHOTO

ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ტერიტორიაზე განთავსებული სპეცდანიშნულების რაზმის კორდონი არ აძლევს. 

ადგილი აქვს გარკვეულ შეხლა-შემოხლას აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის. აქციის მონაწილეები კორდონს აწვებიან და მის გარღვევას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია სპეცტექსნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მოქალაქეების ნაწილმა ცესკო-სთან აღმართული რკინის ჯებირის გარღვევა სცადა. წყლის ჭავლის გამოყენების დროს კი მათ პოლიციას ქვები დაუშინეს. დაშავდა რამდენმე ადამიანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, კვლავ უკან დაბრუნდნენ და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

აქციაზე, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, გაურკვეველი, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება გაუშვეს. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა გაზის მსგავსი ნივთიერების გაშვების შედეგად გაძნელებული იყო სუნთქვა. მისივე ცნობით, აქციაზე ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც აქციის მონაწილეებს ატყობინებს, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

ადგილზე მობილიზებულია სპედანიშნულების რაზმები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა

საპროტესტო კოლონა რუსთაველის გამზირიდან ცესკო-ს მიმართულებით მას შემდეგ გაემართა, რაც ოპოზიციის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ვადამდელი არჩევნების დანიშნვაა. რუსთაველზე გამართულ აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system