თავში

აქციის მონაწილეებს პოლიციამ, კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადასატანად, ვადა მისცა

აქციის მონაწილეებს პოლიციამ, კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადასატანად, ვადა მისცა
აქციის მონაწილეებს პოლიციამ, კარვების გზის სავალი ნაწილიდან გადასატანად, ვადა მისცა

პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს

ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, მათ ორგანიზატორებს კონსტრუქციების დაშლისკენ ან გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადატანისკენ მოუწოდეს. ჯერჯერობით, მოთხოვნა არ შესრულებულა, ამ წუთებში, ადგილზე ათამდე კარავია გაშლილი. 

პოლიციამ მათ გონივრული ვადა, 40 წუთი მისცა გადაწყვეტილების მისაღებად. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი იქნება. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა, გათბობა. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.

დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system