თავში

"ალეკო გისმენთ!" - ელისაშვილის საარჩევნო ბანერი

"ალეკო გისმენთ!" - ელისაშვილის საარჩევნო ბანერი
ალეკო გისმენთ! - ელისაშვილის საარჩევნო ბანერი

პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი მიუთითა. 

როგორც ალეკო ელისაშვილმა ,,ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, აღნიშნულ მეთოდს ხალხთან ურთიერთობისთვის მიმართა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭებას აგვიანებს.

,,დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ზარი შემოვა. გამოკრული არ გვქონდა ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ. გვინდა ეს ბანერი იყოს, ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის. არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ თავს არ დავზოგავ, ალეკო გისმენთ,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system