თავში

ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ

ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ, პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციისკენ ნაბიჯებს დგამს.

,,მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" პოზიციები დაახლოვდეს, აშკარად პროგრესია. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტადაა დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში იყო. ხელისუფლება ოპოზიციისკენ, აშკარად, ნაბიჯებს დგამს. ტენდენცია პოზიტიურია", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთის, მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად, იგივე ფორმატში მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system