თავში

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას გამართავს

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას გამართავს
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას გამართავს

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები " პრეზენტაციას გამართავს. ალეკო ელისაშვილი ამომრჩეველს გუნდს გააცნობს, რომელთან ერთადაც 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს და ასევე გააჟღერებს გადაწყვეტილებას საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დადგომის თაობაზე.

"გუნდის პრეზენტაცია გვექნება საბურთალოზე, იმ ეზოში, სადაც გავიზარდე. საგანგებოდ და სპეციალურად ვთქვით უარი გადაპრანჭულ სივრცეებზე. პირადად მე უფრო მეტი პასუხისმგებლობით განმაწყობს ის სივრცე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც უმრავი ადამიანი მიცნობს. მინდა, თვალებში ვუყურებდე იმ ხალხს, რომლებმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და მათ ჩავაბარო, აქამდე ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, გავაცნო ჩვენი პარტიის გეგმებიც. ასევე, ხვალ გამოვაცხადებ, რა გადაწყვეტილება მივიღე საბურთალოსთან დაკავშირებით, დავდგები თუ არა მაჟორიტარ კანდიდატად ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პრეზენტაცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. 

პოლიტიკური გუნდი "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე კვირის წინ დაარეგისტრირა. 2018 წლიდან ელისაშვილი "სამოქალაქო მოძრაობას" ხელმძღვანელობდა. არის თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი იყო საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, 2017 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის მერის არჩევნებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system