თავში

ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, გაკეთებული განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით პრეზიდენტის განცხადებები „აბუჩად ამგდები და დამცინავია“

“მე და ჩვენ “სამოქალაქო მოძრაობა” მოვითხოვთ, რომ თანამდებობით პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, სინამდვილეში კი ამ ქვეყნის უზარმაზარმა სირცხვილმა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქვეყნისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს შეიარაღება და არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალები, სადაც მსახურობს ათასობით ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო მისიებში და ავღანეთში, სადაც ჩვენი ბიჭები ტყვიას შუბლს უშვერენ, იმყოფებიან გაშმაგებული ადამიანების გარემოცვაში და არ არიან დაზღვეულები იმისაგან, რომ საღსალამათები დაბრუნდებიან და ეს ადამიანი ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს და სამხედრო პერსპექტივა არ გვაქვს. სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა ჯარისკაცის, სერჟანტის, ოფიცრისა და იმ ადამიანების წინაშე ვისაც საქართველოს არმიის სამხრეები აქვს და აცვია ფორმა. ბოდიში მოუხადოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ აბუჩად ამგდები და დამცინავი განცხადების გამო. ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა”,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოც". ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელი. 

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა" ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 10 დეკემბერს, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system