თავში

ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია

ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია
ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია

"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

ელისაშვილის თქმით, არ ეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია "მოქალაქეების" სახელით ის იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

"მინდა ჩემს უბნელებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო, კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში 2014 წელს მოხდა, როდესაც მე საბურთალოელებმა დამოუკიდებელ კანდიდატს და დამოუკიდებელ პოლიტიკოსს მხარი დამიჭირეს.

დიახ, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია "მოქალაქეების" სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს სწორედ ეშხი, ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენთან ერთად 2014 წლის შედეგს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას," - განაცხადა ელისაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system