თავში

ალექსანდრე რაკვიაშვილი: ერთი საინტერესო დეტალი შევნიშნე არჩევნებზე

ალექსანდრე რაკვიაშვილი: ერთი საინტერესო დეტალი შევნიშნე არჩევნებზე
ალექსანდრე რაკვიაშვილი: ერთი საინტერესო დეტალი შევნიშნე არჩევნებზე

პარტია "გირჩის" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე რაკვიაშვილი სოციალურ ქსელში არჩევნების შესახებ წერს, რომ მან ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა.

მისი თქმით, თუ დავაკვირდებით გრაფიკას დავინახავთ, რომ რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიდიოდა არჩევნებზე, მით უფრო მეტ ხმას იღებდა ქართული ოცნება და მით უფრო ნაკლებს - ნაციონალური მოძრაობა.

რაკვიაშვილის განმარტებით ეს შესაძლოა მიუთითებდეს ე.წ. "ჩაყრაზე" ან/და "მართვად" არჩევნებზე.

"ერთი საინტერესო დეტალი არჩევნებზე. გრაფიკზე ასახულია ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ხმები უბნების მიხედვით. მარცხნიდან მარჯვნივ უბნები ამომრჩეველთა აქტიურობით არის გადანაწილებული. სუფთა სტატისტიკურად, ამ წერტილების სიმრავლე ჰორიზონტალური ფორმის უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, პარტიის მხარდაჭერა არ იცვლება, როცა უბანზე მისულთა ამომრჩეველთა რაოდენობა, მაგალითად, 40%-დან 50%-დე იზრდება. თუმცა აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე პარტიის ხმებს დახრა აქვს, ანუ რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიდიოდა არჩევნებზე, მით უფრო მეტ ხმას იღებდა ქართული ოცნება და მით უფრო ნაკლებს - ნაციონალური მოძრაობა. ირიბად ეს ყველაფერი ე.წ. "ჩაყრაზე" მიუთითებს ან/და "მართვად" არჩევნებზე", - წერს ალექსანდრე რაკვიაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system