თავში

"ჩვენ გვახსოვს"- მოძრაობა "შეცვალემ" პარლამენტთან აქცია გამართა

"ჩვენ გვახსოვს"- მოძრაობა "შეცვალემ" პარლამენტთან აქცია გამართა
ჩვენ გვახსოვს- მოძრაობა შეცვალემ პარლამენტთან აქცია გამართა

"ჩვენ გვახსოვს", - მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქტივისტებმა პარლამენტის წინ წითელი საღებავით ხელები გამოსახეს.

მათი თქმით, ამ ფორმით გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენები შეახსენეს და უთხრეს, რომ მათ ეს დღე არ დავიწყებიათ.

„გიორგი გახარიას უნდა ახსოვდეს, რომ მისი და მისი გარემოცვის ხელები სისხლით არის დაფარული. უნდა იცოდნენ, რომ ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტული აქციების რეჟიმში ვიქნებით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქცია, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენის პარალელურად გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system