თავში

ალი ბაბაევი საქართველოს აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობას მიმართავს

ალი ბაბაევი საქართველოს აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობას მიმართავს
ალი ბაბაევი საქართველოს აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობას მიმართავს

"საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარე, ალი ბაბაევი საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირებაში ფიზიკურად არ ჩაერთონ. მისი თქმით, ის ვინც ცდილობს, რომ საზღვარი გადალახოს და ომში ჩაერთოს, სეპარატისტული განწყობის ადამიანები არიან.

"მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაწუხებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქე ზოგიერთი სომეხი ძალიან უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. საუბარი მაქვს ფაქტებზე, როცა ზოგიერთი სომეხი მოუწოდებს ახალგაზრდებს, შეიკრობონ, დაირაზმონ და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საომრად წავიდნენ. ესენი არიან სეპარატისტული განწყობის ადამიანები. საქართველო ამ ომში არ უნდა ჩაერიოს. თუ ჩვენ საქართველო გვიყვარს, თუ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო არ ჩაერიოს ამ ომში. თუ ვინმეს სოლიდარობა უნდა, კი ბატონო. მე სოლიდარობას ვუცხადებ აზერბაიჯანელ ხალხს“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

ბაბაევის თქმით, ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ომი მიმდინარეობს, თუმცა აზერბაიჯანი საკუთარ საზღვებს იცავს და ანტიოკუპაციურ ღონისძიებას ატარებს.

"აზერბაიჯანის სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე ანტიოკუპაციურ ღონისძიებას ატარებს. გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი, სტრატეგიული სიმაღლე. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რადგან გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველო მზადაა, მშვიდობიან მოლაპარაკებას ხელი შეუწყოს, მაგრამ ვხედავ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის რესურსი ამოწურულია", - ამბობს ბაბაევი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system