თავში

ალუბლის ტორტივით ედებათ ფრიდონ ინჯია და ელისაშვილი - უგულავა

ალუბლის ტორტივით ედებათ ფრიდონ ინჯია და ელისაშვილი - უგულავა
ალუბლის ტორტივით ედებათ ფრიდონ ინჯია და ელისაშვილი - უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "მოქალაქეების" წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარესთან მათ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი პირდაპირ "ქართულ ოცნებაში" შევიდნენ.

უგულავას თქმით, კარგია, რომ ოპოზიციის კრისტალიზაცია მოხდა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ეს უფრო ადრე მომხდარიყო. ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საზოგადოება თანხმდება, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია მორღვეულია და ეს ოპოზიციის დამსახურებაა.

"ძალაუფლება არის მიტაცებული, პარლამენტი არის არალეგიტიმური და პარლამენტის ლეგიტიმაცია მორღვეულია ოპოზიციის ფლანგიდან, ისევე როგორც მორღვეულია უკვე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლიდან, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის იქნება ქვეყნისთვის ოპტიმალური, პანდემიისა და ა.შ გათვალისწინებით. ეს უნდა იყოს საუბრის თემა, ისევე როგორც პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთვის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი. მესამე – საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ, „ქართული ოცნება“ ჩვენ გარეშეც ვალდებულია, გააკეთოს და ამიტომ, ამ ვალდებულებას თავის მიღწევად ნუ წარმოაჩენს. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, მათ ვესაუბროთ. ექნებათ სურვილი? – ვისაუბრებთ, მათი ქმედებაა დარჩენილი – შეუძლიათ, შეწყვიტონ უფლებამოსილება და უკვე ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, ორი ალუბლის ტორტივით ედებათ ფრიდონ ინჯია და აქეთ ელისაშვილი“, - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system