თავში

ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით - აშშ-ის საელჩო

ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით - აშშ-ის საელჩო
ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით - აშშ-ის საელჩო

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ელჩმა კელი დეგნანმა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემემორიალი გვირგვინით შეამკო.

"28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია.

ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.

ამ წლისთავის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანი გვირგვინით შეამკეს" - ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system