თავში

ამ ეტაპზე ჩემი მსხვერპლიც საკმარისია - მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს მიმართავს

ამ ეტაპზე ჩემი მსხვერპლიც საკმარისია - მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს მიმართავს
ამ ეტაპზე ჩემი მსხვერპლიც საკმარისია - მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სამხედროებს მიმართავს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ერთ-ერთი მათგანის, რომან შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მათ მოუწოდებს, შიმშილობა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. წერილი მედიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო, რომელმაც ექსპრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მოინახულა.

"გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი.

მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვითხოვო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system